წესები და პირობები
ბოლო განახლება: 2024 წლის 25 ნოემბერი
წინამდებარე ვებ-გვერდის და შემოთავაზებულ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია და დასწრება რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით.
1. მომსახურების მიმწოდებელი
- მომსახურების მიმწოდებელი: მცირე მეწარმე "ლევან ბახია"
- პირადი ნომერი: 01031000466
- ტელეფონი: +995 99 789 229
- ელ-ფოსტა: support@aiacademy.ge
2. მომხმარებლის განმარტება
მომხმარებელი არის ნებისმიერი პირი, რომელიც რეგისტრირდება კურსებზე და იყენებს პლატფორმის სერვისებს.
3. პირობებზე თანხმობა
რეგისტრაცია გულისხმობს ყველა პირობის მიღებას და იმის აღიარებას, რომ პერიოდულად შესაძლოა განხორციელდეს ცვლილებები.
4. უფლებამოსილება
მცირე მეწარმე "ლევან ბახია" უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები, რომლებიც ძალაში შედის მათი გამოქვეყნებისთანავე.
5. მომსახურების აღწერა
მომსახურება მოიცავს კურსების მიწოდებას ვიდეო, ტექსტური და ვიზუალური მასალების საშუალებით, ასევე ვორქშოპებსა და სემინარებს ონლაინ და ფიზიკურ ფორმატში ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით.
6. გადახდა და თანხის დაბრუნება
გადახდილი კურსის საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა ფორსმაჟორული სიტუაციებისა, რომელიც დამტკიცებულია დირექტორების მიერ.
7. კონტენტის შეზღუდვები
მომხმარებლებს არ შეუძლიათ ლექციების ვიდეოების გაზიარება, გავრცელება ან ხელახალი გამოქვეყნება კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე.
8. ინტელექტუალური საკუთრება
ლექციები წარმოადგენს მცირე მეწარმე "ლევან ბახია"-ს საავტორო უფლებას; მომხმარებლებს არ შეუძლიათ მასალების გადამუშავება, გამოქვეყნება ან კომერციული გამოყენება.
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
მცირე მეწარმე "ლევან ბახია" არ არის პასუხისმგებელი პირდაპირ/ირიბ ზიანზე ინფორმაციის არასწორად გამოყენებისგან.
10. მონაცემთა კონფიდენციალურობა
პირადი მონაცემები ინახება მომსახურების მიწოდებისთვის; მომხმარებლებს შეუძლიათ მოითხოვონ ინფორმაციის გამჟღავნება ან წაშლა.
11. მარეგულირებელი კანონმდებლობა
მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა; დავებს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.